რა განსხვავებაა სევდასა და დეპრესიას შორის
- mental body
- Feb 24, 2020
- 1 min read
Updated: Mar 10, 2020


რაც უფრო იზრდება საზოგადოების ცნობიერება მენტალური ჯანმრთელობის მიმართ, იზრდება ამა თუ იმ მენტალური პრობლემის ირგვლივ საუბრის ინტენსივობაც. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევა და ხშირი განხილვის საგანი დეპრესიაა.
ძალიან ხშირად ადამინებს დეპრესიის გაგონებისას სევდის ასოციციაცია უჩნდებათ. მოდით, შეძლებისდაგვარად, შევიტანოთ სიცხადე ამ ტერმინებში. სევდა ეს ემოციაა. დეპრესია კლინიკური მენტალური დარღვევა.
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სევდა ყველას უგრძვნია. ცუდი საგამოცდო ქულა, დაშორება, კარიერული მარცხი, უამრავი მიზეზი გვქონია სევდისთვის და გვიგრძვნია კიდეც ეს. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, თავისთავად, უკეთ ვხდებით და ვაგრძელებთ ჩვენს ცხოვრებას. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ვიყოთ სევდიანები, მაგრამ არ ვიყოთ დეპრესიაში.
დეპრესია კლინიკური დარღვევაა. მეცნიერულად დამტკიცებული და დამოწმებულია, რომ დეპრესიას პირდაპირი ფიზიოლოგიური ეფექტი აქვს თავის ტვინზე.
დეპრესია არ არის მხოლოდ სევდის განცდა. და საერთოდ... ის არ არის განცდა ან შეგრძნება. ის შეუგრძნებლობაა-სიცარიელის შეგრძნებაა. ის არის კითხვა "რატომ" ყველაფრის მიმართ. ეს არის ეგზისტენციალური კრიზისი, ეგზისტენციალური კრიზისის შემდეგ.
სევდაც და დეპრესიაც ორივე მნიშნელოვანი და საყურადღებო შემთხვევებია, მაგრამ ისინი ერთი და იგივე არ არის. ნუ გამოიყენებთ ტერმინ "დეპრესიას" ყოველდღიურ სალაპარაკო ენაში თქვენი მოწყენილობის გამოსახატავად. ეს სიტყვა არ დაგეხმარებათ თქვენი მდგომარეობის აღწერაში, რადგან დეპრესია ფსიქოლოგიური დარღვევაა და არა შეგრძნება ან ემოცია.
დეპრესია არ არის რასაც "გადავაგორებთ", ნაყინით ან კომედიებით მოვირჩენთ. ის არ არის სევდა, ის ფსიქოლოგიური პროცესების სერიოზული, თუმცა დაძლევადი პრობლემაა.
წყარო: https://themighty.com/
ფოტო: Thinkstock და 2015 Pixar movie "Inside Out"
Коментарі