top of page
Search

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი-ფსიქიკური ჯანმრთელობა და COVID-19

Updated: Apr 8, 2020


Alissa Eckert, MS; Dan Higgins, MAMS. Hi-resolution image (27.03 MB)



ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის ფეთქებადი გავრცელება შესაძლოა სტრესული აღმოჩნდეს ცალკეული ადამიანებისა თუ საზოგადოებისთვის.

სტრესულ სიტუაციაზე ყველა სხვადასხვაგვარად რეაგირებს. ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე კრიტიკული პირობების გავლენა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, პიროვნულ მახასიათებლებზე, გამოცდილებაზე, პირად და საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე სოციალური რესურსების ხელმისაწვდომობაზე. აღსანიშნავია, რომ ადამიანები, შესაძლოა პანდემიის შესახებ მედიიდან მიწოდებული განმეორებადი გამოსახულებებისა თუ ხშირი სიახლეების მიწოდების დროს უფრო მეტად დაისტრესონ.


პირები, რომლებიც უფრო მძაფრად რეაგირებენ კრიზისული სიტუაციით გამოწვეულ სტრესზე:


  • ახალი ვირუსით ინფიცირების რისკის ან მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირები;

  • ინდივიდი, რომელსაც აქვს წინამორბედი ფიზიკური ან მენტალური პრობლემები, მათ შორის ნარკოტიკული ნივთიერებათა მოხმარების ისტორია;

  • ბავშვები;

  • ადამიანები, რომლებიც არიან პირველადი სერვისის მიმწოდებლები ვირუსით დაზიანებული ადამიანებისთვის (ექიმები, მედდები, და სხვა ჯანმრთელობის დაცვის სერვისის პროვაიდერები).




რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ვირუსული ინფექციის აფეთქებამ:


  • შიში და მღელვარება საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;

  • ძილისა და კვების პატერნების ცვლილება;

  • ძილისა და კონცენტრაციის დაქვეითება;

  • ქრონიკული დაავადების გამწვავება;

  • ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ზრდა.



ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან გამკლავება და შესაბამისი სერვისის მიღება დაგეხმარებათ თქვენ, თქვენს ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას ვირუსული დაავადების დროს და მის შემდგომ ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღდგენაში. არ გაწყვიტოთ კავშირი თქვენს ახლობლებთან, იზრუნეთ ერთმანეთზე და მოიძიეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის შეგიძლიათ მიმართოთ დასახმარებლად.



რა შეგიძლიათ გააკეთოთ საკუთარი თავის გამხნევებისთვის:


  • პირველ რიგში თავიდან აიცილეთ მედიის გადაჭარბებული ექსპოზიცია, რომელიც შეიცავს COVID-19-ის კონტექსტს.

  • იზრუნეთ საკუთარ სხეულზე. სუნთქვითი ვარჯიშები, გაწელვები, მედიტაცია, ვიტამინიზირებული კვება, ფიზიკური აქტივობა სუფთა ჰაერზე ან განიავებულ სივრცეში, ძილი, სრულიად ამოიღეთ ალკოჰოლისა და სხვა სახის ნივთიერებების მოხმარება.

  • ეცადეთ მოდუნდეთ და მუდმივად შეახსენოთ თავს, რომ ეს პრობლემა და მისი თანმხლები გრძნობები გაივლის. შეისვენეთ ახალი ამბების ყურებისგან, კითხვისგან, მოსმენისგან. საზიანოა კრიზისული ინფორმაციის განმეორებადი და ხშირი მოსმენა. ეცადეთ გადაერთოთ იმ აქტივობებზე, რომლებიც გსიამოვნებთ და გახალისებთ.

  • ეკონტაქტეთ ახლობლებს. გაუზიარეთ ერთამენთს თქვენი ემოციები და შეშფოთება. არ გაიფუჭოთ და შეინარჩუნეთ ჯანსაღი ურთიერთობები.

  • მნიშვნელოვანია იმედიანობისა და პოზიტიური აზრების წახალისება



რას ნიშნავს კარანტინი და სოციალური დისტანცია?


  • კარანტინი ეს არის განცალკევება და მიმოსვლის შევიწროვება (შეზღუდვა) იმ ადამინისთვის, ვინც დაუცველია დაავადების მიმართ და საჭიროებს დაკვირვებას, გახდება თუ არა ვირუსის უშუალო მატარებელი.

  • სოციალური დისტანცია ნიშნავს ადამიანთა შეხვედრისა და თავშეყრის ადგილისგან განცალკევებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ( ავტობუსი, მეტრო, ტაქსი) მომსახურების არიდებას და ადამიანიდან 1,8-დან 2 მეტრამდე დისტანცირებას.


შეგახსენებთ, რომ გაზიარებულ ზუსტ ინფორმაციას შიშის შემცირება შეუძლია.




რეკომენდაციები მშობლებისთვის:

ბავშვები და მოზარდები პრობლემაზე ირეაგირებენ იმდენად, რამდენადაც ამას უფროსებში დაინახავენ. როდესაც უფროსები ახალ ვირუსს მშვიდად და თავდაჯერებულად უმკლავდებიან ამით ისინი ბავშვებისთვის საუკეთესო მხარდამჭერები ხდებიან. უმჯობესია მშობლები უფრო მეტად მანუგეშებლები იყვნენ ბავშვების მიმართ, ვიდრე ეს სხვა პრობლემების დროს იყო.


ყველა ბავშვი განსხვავებულად პასუხობს სტრესს. ქვემოთ ჩამოთვლილია ის ძირითადი ცვლილებები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ:


  • ჭარბი ტირილი და გაღიზიანებულობა;

  • იმ დაძლეული ქცევების განმეორება, რაც ახასიათებდა ადრეულ ასაკში (მაგალითად ტვალეტის ჩვევის გაუარესება, ლოგინის დასველება);

  • გადამეტებული მღელვარება ან სევდა;

  • არაჯანსაღი კვება ან ძილი;

  • აკადემიური მდგომარეობის გაუარესება (გაზარმაცება);

  • ყურადღების გაფანტულობა;

  • იმ აქტივობების არიდება, რითიც ადრე სიამოვნებას იღებდა;

  • აუხსნელი თავის ტკივილი ან ტკივილის შეგრძნება სხეულში;

  • თინეიჯერებში ალკოჰოლის, თამბაქოს ან სხვა ნივთიერებების მოხმარება;




რით ვანუგეშოთ ბავშვები?


  • ესაუბრეთ ბავშვებს და მიაწოდეთ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია COVID-19-ის შესახებ. უპასუხეთ მის ყველა შეკითხვას და ეცადეთ ყველაფერი მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნათ.

  • დაარწმუნეთ, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან. ასევე აუხსენით, რომ ამ ამბის ირგვლივ მღელვარება ნორმალური და ბუნებრივია. გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება და უთხარით, თავად რას აკეთებთ სტრესთან გასამკლავებლად.

  • შეზღუდეთ მედიის ექსპოზიცია ბავშვებისთვის. მათ შეიძლება ამბების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინონ და შეშინდნენ იმით, რაც არ ესმით.

  • დაეხმარეთ ბავშვს დღის რეჟიმის დაცვაში. შეუქმენით სტრუქტურირებული გარემო და დაეხმაროთ თანმიმდევრულად ჩაერთოს ყოველდღიურ აქტივობებში.

  • იყავით მისთვის მაგალითი; შეისვენეთ აქტივობებს შორის, დაიძინეთ საკმარისი რაოდენობით, ივარჯიშეთ, არ გამოტოვოთ კვება, იკონტაქტეთ ახლობლებთან.



რეკომენდაციები მედპერსონალისთვის:

ახალი ვირუსით ინფიცირებულებთან პირველადი ან ხანგრძლივი კონტაქტი და მზრუნველობა კვალს ტოვებს მედპერსონალისა თუ ჯანმრთელობის საკითხების პროვაიდერების ემოციურ მდგომარეობაზეც. არსებობს გზები, რითიც მეორადი ტრავმული სტრესის (ე.წ. STS) შემსუბუქებაა შესაძლებელი.



  • მეორად ტრავმაზე სტრესული რეაქცია შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერს, ვინც ეხმარება ინდივიდებსა და ოჯახებს კრიზისულ სიტუაციებში.

  • ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ ფიზიკურ (დაღლილობა, ავადობა) და ფსიქიკურ (შიში, დანაშაულის განცდა, წყობილების დაკარგვა) სიმპტომებზე.

  • გამოყავით მცირე დრო მაინც, თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის, რათა მოახდინოთ ძალების აღდგენა.

  • ხშირად შეისვენეთ მედია საშუალებებისგან, რომლებიც მოიცავენ COVID-19-ის შინაარსს. მიმართეთ შესაბამის დაწასებულებასა და დახმარების გზებს, თუ შეატყობთ, რომ ახალი ვირუსი ან მისგან გამოწვეული სიტუაცია ნეგატიურად აისახება თქვენს ქმედითუნარიანობაზე და ვეღარ ართმევთ თავს პაციენტებსა თუ ოჯახის წევრებზე ზრუნვას ისე, როგორც ამას ვირუსის აფეთქებამდე ახერხებდით.


მათთვის ვინც კარანტინი გამოიარა შესაძლოა განუვითარდეს:


  • ემოციური აღრევა, რაც გამოწვეულია საკარანტინო სტრესისგან გათავისუფლებით.

  • შიში და მღელვარება საკუთარი და ახლობლების შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

  • საკუთარი თავის ან სხვის მიერ ჩვენი მუდმივი მონიტორინგის პროცესისგან მიღებული სტრესი.

  • სევდა, ბრაზი და იმედგაცრუება ახლობლების მხრიდან, ინფექციის გადადების თავიდან ასაცილებლად, ჩვენგან გარიდების სურვილის გამო.

  • თავის დადანაშაულება, კარანტინის განმავლობაში სამუშაოს ან სხვა სოციალური როლების (მაგალითად მშობლობა) ვერ შესრულების გამო.

  • სხვა ემოციური ან ფსიქიკური ცვლილებები.




წყარო: Centers for Disease Control and Prevention - CDC (ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი) https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/about/coping.html?fbclid=IwAR1ubr5Lfv51yVO6MuTZP0Av7cZ_ycdvGIbR5mKOcHUZBo_Uwy8sJUn0XhE#for-parents


ფსიქოლოგიური თვითმოვლის რჩევები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://emergency.cdc.gov/coping/responders.asp

რჩევები ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პანდემიის დროს: https://www.cdc.gov/childrenindisasters/helping-children-cope.html


ემოციური თვითმოვლის რჩევები:


ფოტო: მოპოვებულია CDC-ის მიერ. გამოსახულია კორონავირუსების მიერ გამოვლენილი ულტრასტრუქტურული მორფოლოგია. Photo Credit: by Alissa Eckert, MS; Dan Higgins, MAMS. (2020) Hi-resolution image (27.03 MB). This image is in the public domain and thus free of any copyright restrictions. https://phil.cdc.gov/Details.aspx?pid=2871



გისურვებთ სტაბილურობას და ჯანმრთელობას.


სტატია ქართულ ენაზე მოამზადა თეონა პაპინაშვილმა.

12 მარტი, 2020.




2,470 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page