top of page
Search

როგორ ინახება გადაუმუშავებელი ტრავმა სხეულში

Updated: Apr 3, 2020



ჩვენი თავის ტვინი დედამიწის უძლიერეს სუპერკომპიუტერს ჰგავს. მისი კომპლექსური ქსელი, რომელიც დაახლოებით 100 მილიარდი ოდენობის ნეირონისგან შედგება, არა მხოლოდ საუკეთესო სიზუსტით ასრულებს დიდი რაოდენიბით ინფორმაციის გადამუშავებისა და ორგანიზების პროცესს, არამედ ყველაზე სწრაფადაც. ჩვენი თავის ტვინი ყოველ წამში, 18-დან 640 ტრილიონამდე ელექტრო იმპულს იღებს და მეხსიერებაში მას მატრიცის სახით აარქივებს. ეს მატრიცა ზედმიწევნით შიფრავს და კოდირებულ მდგომარეობაში ინახავს ჩვენს მოგონებებსა და გამოცდილებას, რომლებიც თავისმხრივ, თითოეულ ჩვენგანში, ჩვენსავე უნიკალურ მოზაიკას ქმნიან. რა ხდება მაშინ, როდესაც შოკური გარემოება თავს ატყდება ამ სისტემას? რატომ რჩება ეს შოკი (ტრავმა) ჩვენს სხეულსა და გონებაში და ზემოქმედებს ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე წლების შემდეგაც კი? ტრავმა არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ, არამედ რეალურ ფიზიკურ კვალსაც ტოვებს,-ის აფერხებს ინფორმაციის გადამუშავების პროცესებს და ცვლის ტვინის ფუნქციონირებას. გადაუმუშავებელი წარსული მოვლენები დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს მომავალ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ტრავმაზე ემოციურ და ფიზიკურ რეაქციებს შეუძლია მიდრეკილი გაგვხადოს ისეთი სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემებისკენ, როგორიცაა გულის შეტევა, ინსულტი, დიაბეტი, კიბო.

გარეგნულად, ტრავმის შემდგომ, ადამიანი ჯანმრთელი და სახსალამათი გამოიყურება, მაგრამ დარჩენილი მოგონება, შეიძლება იმ უხილავი ჭრილობასავით გამწვავდეს, რომელიც ნელ-ნელა ასუსტებს ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობას მანამ, სანამ საბოლოოდ, დაავადებამდე არ მიიყვანს მას.

რა იცვლება ტრავმული გამოცდილების შემდეგ და სად ინახება მოგონება ჩვენს სხეულში?

ტრავმას შეუძლია გამოიწვიოს ინფორმაციის გადამუშავების პროცესების არასრულფასოვანი ფუნქციონირება,- კერძოდ, დეკლარატიული ექსპლიციდური მეხსიერების მოშლა, რომლის დროსაც ტრავმირებული მეხსიერება ინფორმაციას აღარ ინახავს და აღარ გადასცემს საჭიროებისამებრ. ამის ნაცვლად ჩვენი სუპერკომპიუტერი ირჩევს სიგნალის მიღების მარტივ მეთოდს და ახდენს ტრავმული მოგონების კოდირებას ფრაგმენტული გამოსახულებების ან ფიზიკური შეგრძნებების დონეზე, რაც ხელს უშლის მოვლენის ერთიან ხატად აღქმას და შესაბამისად მის გადამუშავებასა და კოდირებას. გამოდის, რომ ჩვენში არსებობს მოგონება, რომელიც დაფლეთილი და დანაწევრებულია ისე, რომ მისი აღქმა და გადამუშავება შეუძლებელი ხდება. ამას ეძახიან დისოციაციას: მოგონებების ფრაგმენტებად დაშლას. ეს ფრაგმენტები ისეა ჩვენს გონებაში, როგორც შრაპნელი-აფეთქების შედეგად მიმოფანტული ბომბებისა და ჭურვების ნარჩენები. ის ტვინის ბუნებრივ აღდგენით პროცესებს მეტისმეტად აფერხებს. ეს მავნე ნარჩენები შესაძლოა სიმპტომების სახით გამოვლინდეს, რასაც ძირითადად პოსტ-ტრავმულ სტრესს უწოდებენ.

პოსტ-ტრავმული სტრესული აშლიოლობით (PTSD) გამოწვეული ტვინის ფუნქციონირების ცვლილება სავსებით ხილულია ტვინის სკანირების გამოსახულებებზე. ასეთ დროს სახეზეა:

  • ჰიპოკამპის შეკუმშვა-ემოციებისა და მეხსიერების ცენტრის;

  • ამიგდალას ფუნქციის ზრდა-კრეატიულობისა და აზროვნების ცენტრის;

  • პრეფრონტალური არეს ფუნქციის კლება-დაგეგმვისა და მიზნისკენ სვლის, თვითგანვითარების პროცესების ცენტრი.

როგორც ტვინის კოდირების სისტემის ქრონიკული ვირუსი, გადაუმუშავებელი ტრავმა, მენტალური და ფიზიკური პროცესების არასრულფასოვნების გამომწვევი მიზეზი ხდება.

უჯრედული მეხსიერების ადრეული კვლევები აჩვენებს, რომ საქმე არც მხოლოდ თავის ტვინშია და ჩვენი სხეულის უჯრედებიც ერთიანად ინახავენ წარსული ტრავმის გავლენას.

როგორ გავუმკლავდეთ ამ რეალობას?

  • თერაპია - ტრავმული მოგონებების გახსნა და გადამუშავება, მათი განთავისუფლება ტვინის სისტემიდან. როდესაც ტრავმული მოგონება რეინტეგრირდება (დანაწევრებული ფრაგმენტები ერთიანდება და გონებაში მთლიან ხატად, სურათად აღიქმება), ტვინს აღდგენისა და გაჯანსაღების შანსი ეძლევა.

  • მედიტაციას და იოგას (ასევე სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობას) წვლილი შეაქვს მოგონების განთავისუფლებისა და სხეულის უჯრედული აღდგენის პროცესში. "...ის არ კურნავს, მაგრამ ამ განსხვავებულ მეთოდს სწორი მიმართულებით მიყავხარ"(One Trauma Centre-ის კვლევა პტსდ-ის მკურნალობის მეთოდებზე).

არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ სხეულს აღდგენისა და გამოჯანმრთელების წარმოუდგენელი უნარი აქვს, რითიც ის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სტრუქტურას წარმოადგენს. გვახსოვდეს, რომ მიუხედავად სამყაროში მრავალი ტანჯვის არსებობისა, ამ სამყაროშივე არის წყარო ამავე ტანჯვაზე გასამარჯვებლად (Helen Keler).


სტატიის ავტორი: დევიდ ფლენსი (David Plans) ხელოვნური ინტელექტისა და მედიის მკვლევარი. ამჟამად ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციალური კოგნიციის ლაბორატორიის დოქტორი. თარიღი: 21.01.2020

წყარო: biobeats.com





 
 
 

コメント


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Facebook

©2020 by Mental body blog. Proudly created with Wix.com

bottom of page